10:53 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 14:56:27, 422 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენფუმს არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის  დავით ბაქრაძის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან  შეერთების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება.

ამის შესახებ ბაქრაძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების აზრი ერთიანი და მობილიზებულია.

„ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო  საზოგადოების აზრი არის ერთიანი და მობილიზებული.  ეს იქნება  ყველანაირი საერთაშორისო ნორმის და სტანდარტის დარღვევა და ეს იქნება საერთაშორისო სამართლის იგნორირებით განხორციელებული ქმედება. მას არავითარი იურიდიული ძალა არ ექნება“,- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics