10:53 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 14:36:35, 383 ნახვა

პოლიტიკა
სანიკიძე NDI-ს კვლევაზე: როდესაც დასკვნა გამოგვაქვს, არ შეიძლება ეს მხოლოდ ერთ კვლევას ეყრდნობოდეს

“ერთი რამ რაც დაზუსტებით ვიცით, არის ის, რომ როდესაც ვაპირებთ რაიმე დასკვნა გამოვიტანოთ არ შეიძლება, ეს დასკვნები მხოლოდ ერთ კვლევას, ამ შემთხვევაში NDI-ს კვლევას ეყრდნობოდეს”, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისნიტრის თქმით, თითოეული კვლევა მნიშვნელოვანია. როგორც სანიკიძემ აღნიშნა კვლევებში სხვადასხვა ტენდენციები და პრობლემებია ასახული.

„არის ძალიან ბევრი სხვადასხვა კვლევა და შესწავლის მექანიზმები. სხვადასხვა მექანიზმები განსხვავებულ შედეგებს გვიჩვენებს. ის, რომ ქვეყანა განვითარების გზაზე დგას და რაღაც პრობლემებს ეტაპობრივად გადალახავს ეს სახეზეა“, - განმარტა თამარ სანიკიძემ.

როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანას შესაბამისი სტრატეგიაც გააჩნია და ხელისუფლება მიზანმიმართულად მიყვება არჩეულ სტრატეგიას, რათა უკეთესი სიტუაცია უზრუნველყოს.

„გაზომვის მექანიზმებს თუ დავუჯერებთ, ვნახავთ, რომ იქ პირიქით უკეთეს მდგომარეობას გვიჩვენებს, ამიტომ სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს“, - აღნიშნა სანიკიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე იქონიებს თუ არა ეს კვლევა არჩევნებზე გავლენას, მინისტრმა აღნიშნა, რომ არჩევნებზე გავლენას ძალიან ბევრი სხვა რამ იქონიებს.

„მე არ ვფიქრობ, რომ NDI-ს კვლევას რაიმე გადამწყვეტი  მნიშვნელობა ექნება. ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან ბევრ რამეს უნდა მიაქციოს ყურადღება“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics