20:22 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 13:09:02, 554 ნახვა

საზოგადოება
ტრანსპორტის სფეროში თბილისში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით შინამეურნეობების კვლევა ჩატარდება

ტრანსპორტის სფეროში დედაქალაქში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით შინამეურნეობების კვლევა ჩატარდება.

მერიის ინფორმაციით, კვლევას 2016 წლის აპრილ-ივნისში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის მერიასთან შეთანხმებით ჩაატარებს.

„აღნიშნული კვლევის შედეგად შეიქმნება საინფორმაციო ბაზა მგზავრნაკადებისა და გადაადგილების კორიდორების შესახებ. კვლევის შედეგების ანალიზის შედეგად შესაძლებელი გახდება ნათლად გამოიკვეთოს პრობლემები და დაისახოს გზები ტრანსპორტის მუშაობის  გაუმჯობესების მიზნით.

კვლევას ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შერჩეული ერთობლივი საწარმო „სისტრა“ (საფრანგეთი) და „გორბი“ (საქართველო) კარდაკარ გამოკითხვის მეთოდით. 

გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებით მოქალაქეებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებაში, რათა თბილისი ცხოვრების, შრომისა და დასვენებისათვის ბევრად უფრო კომფორტულ ქალაქად იქცეს“, - აცხადებენ მერიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics