|
2016-04-10 14:24:30, 575 ნახვა
საზოგადოება
მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის მიმდებარედ 2000 ფოთლოვანი ხე-მცენარე დაირგო
მახათას მთაზე, ქალაქის შემოგარენის გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, 2000 ფოთლოვანიხე-მცენარე დაირგო. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, გამწვანების აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია მერიისა და გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო. მათივე ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ასევე, რადიო „ფორტუნას“ თანამშრომლებმა. „დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამწვანების აქცია გვაქვს, ვინაიდან, სტუდენტები, ჩვენი მომავალი თაობაა ჩართული ამ ყველაფერში, რათა საკუთარი, უფრო კარგი მომავალი და უფრო კარგი გარემო შექმნან. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ეს ყველაფერი. დღეს ირგვება იფანი, ალვისა და თუთის ხეები, კომპაქტურად ამ ადგილას, რომელიც მომავალი განვითარების და განაშენიანების თვალსაზრისით, საკმაოდ, საინტერესო ტერიტორიაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დარგული ხეების შემდგომ მოვლა პატრონობაზე იზრუნებს მერიის გამწვანების სამსახური. გარდა გამწვანების ღონისძიებისა, აქ, ამ ტერიტორიაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი გზა კეთდება, ეს არის სამება-მახათას დამაკავშირებელი გზა და შესაბამისად, ეს ტერიტორია ვითარდება ბევრი თვალსაზრისით,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. მახათას მთაზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის გასამწვანებლად იფანი, ალვის ხე და დეკორატიული თუთის ჯიშის ხე-მცენარეები სპეციალისტების რეკომენდაციებით შეირჩა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ტყე-პარკის გაშენების მიზნით, 30 000 ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობების ხე-მცენარე გამწვანების საგაზაფხულო სეზონის დასრულებამდე დაირგვება. აღსანიშნავია, რომ რგვები, დედაქალაქის მასშტაბით, სამი ძირითადი მიმართულებით, ქალაქის შემოგარენში ტყე-პარკების აღდგენა-გაშენების, ცენტრალური ქუჩების და პარკ-სკვერების გამწვანებისა და, ასევე, სხვადასხვა რაიონში ქარსაფარი ზოლების მოწყობის მიზნით ტარდება. საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და აღნიშნულ პერიოდში ჯამში 80 700 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე დაირგვება. მცენარეების დარგვის შემდეგ, მათ მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ. 2016 წელს, თბილისის მასშტაბით, დაგეგმილია სულ 180 000 ნერგის დარგვა. 100 000 ხე-მცენარე, შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)