21:10 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-09 15:59:31, 837 ნახვა

სამართალი
შეიარაღებულმა პირებმა სოფელ კირბალიდან 43 წლის მამაკაცი გაიტაცეს

ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრედ მდებარე სოფელ კირბალის განაპირას შეიარაღებულმა ფორმირებებმა 43 წლის ეროსი თაყაძე დააკავეს.

თაყაძის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც იგი სოფლის განაპირას მსხილფეხა პირუტყვს მწყემსავდა.

კირბალი ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელია. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია გადაყვანილი.

დაკავებულის დედის განცხადებით, ეროს თაყაძეს პირობითი საზღვარი არ გადაუკვეთავს და გატაცების მომენტისთვის, იგი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა.  მისივე თქმით,  ეროს თაყაძე უკვე მეორედ იმყოფება პატიმრობაში ანალოგიური ბრალდებით. 2012 წელს მან ცხივნალის მოლიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორიდან  10-დღიანი შემდეგ გაათავისუფლეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, გამგებელი დავით ონიაშვილი გატაცებული ეროს თაყაძის ოჯახში იმყოფებოდა. ონიაშვილი დაკავებულის დედას ესაუბრა და დაპირდა, რომ მისი შვილის უმოკლეს დროში გასათავისუფლებლად სახელმწიფო უწყებები ყველა არსებულ ბერკეტს გამოიყენებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics