|
2016-04-08 18:10:59, 423 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება”: ვაჟა ლელუაშვილი გარდაბნის არჩევნებში არავითარი ფორმით არ ყოფილა ჩართული
პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” პროკურატურის მიერ დაკავებულ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსან ვაჟა ლელუაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ვაჟა ლელუაშვილი გარდაბნის არჩევნებში „ქართული ოცნების" სასარგებლოდ არავითარი ფორმით არ ყოფილა ჩართული. „დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან არაერთგზის გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია, რომ, თითქოს, პროკურატურის მიერ დაკავებული კუდ-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ვაჟა ლელუაშვილი ჩართული იყო გარდაბნის გამგებლის 2016 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების" სასარგებლოდ. „ქართული ოცნება" ცალსახად აცხადებს, რომ გავრცელებულ ინფორმაციას არავითარი კავშირი არა აქვს სინამდვილესთან. გარდაბნის არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო შტაბის მუშაობას წარმართავდა პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ხოლო ადგილობრივ შტაბს ხელმძღვანელობდა - ვანო მირიანაშვილი. ვაჟა ლელუაშვილი არავითარი ფორმით (!) არ ყოფილა ჩართული გარდაბნის არჩევნებში „ქართული ოცნების" სასარგებლოდ. სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის ავტორებთან ერთად, აღნიშნული ცრუ ინფორმაცია არაერთგზის გააჟღერეს სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც. „ქართული ოცნება" მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს, დაიცვან პოლიტიკური ეთიკის სტანდარტები და ნებსით თუ უნებლიეთ არ შეუწყონ ხელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“, - ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)