09:20 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 15:36:01, 380 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: პარტია "ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც არჩევნების მოგების დიდი შესაძლებლობა აქვს

პარტია "ქართული ოცნება“ საქართველოში ერთადერთი ძალაა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი შანსი და შესაძლებლობა, რომ არჩევნები მოიგოს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ ვატარებთ კვლევებს, რომლებშიც აშკარად ჩანს, რომ "ქართული ოცნება" არის ის გუნდი, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი უპირატესობა", - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად შეასრულა "ქართულმა ოცნებამ" 4 წლის განმავლობაში წინა საარჩევნო დაპირებები, კახი კალაძემ აღნიშნა, რომ „გარკვეული ხარვეზები შესაძლოა არის, მაგრამ ეს, ნორმალური პროცესია“.

"მე ნამდვილად მეამაყება , როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს, ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდა თუნდაც ჯანდაცვის მიმართულებით, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ენერგეტიკის სფეროშიც. რა თქმა უნდა შეიძლება ხარვეზები იყო, ეს ნორმალურია. შეუძლებელია, ვინმე გამოვიდეს და ისაუბროს, რომ ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი წარმატებით მიმდინარეობს. ნებისმიერ ადამიანს მოსდის შეცდომები და მითუმეტეს შესაძლებელია, ეს მთავრობას და ხელისუფლებას მოუვიდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics