|
2016-04-07 21:08:20, 362 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი რუმინეთში ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში იონ ოპრიშორმს შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ძირითადი თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია იყო. მხარეებმა ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობასა და ნატოს ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრეს. „შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კერძოდ, უშიშროების საბჭოში. საქართველოს მსგავსად რუმინეთში და ბევრ ქვეყანაში, პრაქტიკულად, ყველგან პრეზიდენტი არის მთავარსარდალი და, შესაბამისად, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურა და ორგანო არის, სწორედ, უშიშროების საბჭო. ვარშავის სამიტზე, სწორედ, ისინი იქნებიან რუმინეთის წარმომადგენლები, ამიტომ, ბუნებრივია მნიშვნელოვანი იყო, გაგვეცვალა ინფორმაცია, გზავნილები, გვესაუბრა სტრატეგიებსა და ტაქტიკაზე, რომლითაც ვფიქრობთ, რომ მივიდეთ სამიტზე“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)