09:20 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 14:41:31, 482 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: ევროპა დღეს გამოწვევების წინაშეა, თუმცა ამ გამოწვევების დაძლევის საუკეთესო გზა მეტი ერთიანობაა

"ევროპა დღეს გამოწვევების წინაშეა თუმცა ამ გამოწვევების დაძლევის საუკეთესო გზა მეტი ერთიანობა, მეტი ინტეგრაცია და გაფართოებაა", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვილნიუსში, ლიტველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯანელიძის მოსაზრებით, რეფერენდუმის შედეგებმა არ უნდა შეასუსტოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მიმართ მხრადაჭერა, რადგან ეს რეგიონს და მთლიანად ევროპას აძლიერებს.

„საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირისთვის იყოს სანდო პარტნიორი, იმის დასამკტიცებლად, რომ ჩვენ ვემზადებით სრულფასოვანი, საპასუხისმგებლო წევრობისთვის ევროპულ საზოგადოებაში“, -  განაცხადა ჯანელიძემ.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიტვის საგარეო უწყებაში დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე საქართველოსა და ლიტვის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის ოქმს მოეწერა ხელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics