|
2016-04-07 13:35:14, 1219 ნახვა
მსოფლიო
ე.წ. პანამის დოკუმენტების შესწავლის შემდეგ შესაძლოა აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვოს
აშშ-მ ე.წ. პანამის დოკუმენტების საფუძველზე შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები გააფართოოს, - ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. მედია საშუალების ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლება „პანამის დოკუმენტების“ შესწავლას დაიწყებს, რათა ინფორმაცია იმ პირებზე მოიპოვოს, რომლებიც კომპანიებსა თუ კერძო პირებს, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების აცილებაში ეხმარებოდნენ. აღნიშნული პირები შესაძლოა, სამომავლოდ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს დაწესებულ სასანქციო "შავ სიაში" მოხვდნენ. Bloomberg ვარაუდობს, რომ უწყება აღნიშნულ სიას ივნისში გამოაქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ერთხელ უკვე გააფართოვა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების სია, რომელთა რიცხვში რუსეთის იურიდიული და ფიზიკური პირები იყვნენ შესულები. ცნობისთვის, დოკუმენტში 72 ყოფილი და მოქმედი ქვეყნის მმართველია მოხსენიებული. შეგახსენებთ, რომ ე.წ. პანამის დოკუმენტების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა პირებმა ოფშორების საშუალებით რუსეთიდან სულ მცირე 2 მილიარდი აშშ დოლარი გაიტანეს. აღნიშნულ საქმეში ფიგურირებს პუტინის ახლო მეგობარი, ვიოლონჩელისტი სერგეი როლდუგინი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)