|
2016-04-06 14:15:16, 1217 ნახვა
მსოფლიო
მთიან ყარაბაღში ცეცხლი შეწყდა, თუმცა ზავის რეჟიმი ჯერ არ ამოქმედებულა
მთიან ყარაბაღში ურთიერთშეთანხების საფუძველზე საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, თუმცა ზავის რეჟიმი ჯერ არ ამოქმედებულა, - ამის შესახებ ყარაბაღის ე.წ თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა განაცხადა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მხარემაც დაადასტურა. გვიან ღამით სომხეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. თუმცა ზავის რეჟიმი ჯერჯერობით არ მოქმედებს. მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მარკ თონერიც გამოეხმაურა. თონერმა ასევე დაადასტურა, რომ მოლაპარაკება მხარეებს შორის შედგა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ზავის რეჟიმი უახლოეს საათებში ამოქმედდება. შეგახსენებთ, რომ ცეცხლი გუშინ 12 საათის მერე შეწყდა. კონფლიქტი კი 2 აპრილს დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)