15:14 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 10:58:32, 577 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბენაშვილის ქუჩაზე 2000 კვადრატულ მეტრზე, ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიურები.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კიდევ ერთი ობიექტი, სადაც საგზაო სამუშაოები ტარდება, ვეშაპურის ქუჩაა. 1000  კვადრატულმეტრტერიტორიაზემიმდინარეობს ბაზალტის ფილების დაგება. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა - შეიცვალა კომუნიკაციები.

მათივე ინფორმაციით, რაიონში მიმდინარე სამუშაოებს დავით ნარმანია პირადად გაეცნო. თბილისის მერის განცხადებით, ჩუღურეთში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები გვარდება.

„ჩუღურეთის რაიონში ათეულობით წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება ხდება:  ვაგებთ გზებს, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, კეთდება სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის, ტროტუარები, მაგრდება ავარიული სახლები. მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას იმისათვის, რომ უკეთესი პირობები ჰქონდეთ და ის რაც დავპირდით, შევასრულოთ ბოლომდე, ამიტომაც კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს უკეთესი საცხოვრებელი პირობები,“ - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ჩუღურეთის რაიონში დასრულდა სამუშაოები აჭარის ქუჩაზეც,5600 კვ.მ ფართობზე. დგებუაძის N1-ში კი,თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, გამოიცვალა წყალკანალიზაციის სისტემა, დასრულდა 5 სადარბაზოს რემონტი. უახლოეს დღეებში დაიწყება ლიფტების რეაბილიტაცია. მოეწყო ახალი სტადიონი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics