07:57 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 20:22:04, 365 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრაზე პოლიტიკური პრიორიტეტები განვიხილეთ

დღეს ჩვენ განვიხილეთ პოლიტიკური პრიორიტეტები, ევროინტეგრაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტი და ზოგადად რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილეს.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველო ახორციელებს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ინტეგრაციის გზაზე წინსვლის მანიშნებელია.

„ჩვენი პოზიცია ნათელია. ჩვენ ვახორციელებთ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც არის მანიშნებელი ჩვენი წინსვლის ინტეგრაციის გზაზე. ასევე ჩვენ ვმუშაობთ, იმისათვის, რომ ამაღლდეს საქართველოს თავდაცვის უნარიანობა და ვარშავის სამიტზე ჩვენ მოველით, რომ ეს პროგრესი, რომელიც გვაქვს ინტეგრაციის გზაზე დაფიქსირდება კიდევ ერთხელ. ასევე გადაიდგმევა ნაბიჯები, რათა კიდევ ერთხელ უფრო გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვის უნარიანობა ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

აღსანშნავია, რომ შეხვედრა თითქმის 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics