|
2016-04-05 15:53:58, 497 ნახვა
საზოგადოება
თინათინ ხიდაშელი: საქართველო არის შესაძლებლობა ნატოსთვის
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპელ ჟურნალისტებს უმასპინძლა. თინათინ ხიდაშელი ჟურნალისტებს საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო არის შესაძლებლობა ნატოსთვის. თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს ქვეყანაში რუსული პროპაგანდისა და პრორუსული ძალების გააქტიურებაზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლური კურსი შეუქცევადია. „GIPA-ს მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში ჩამოსულ დასავლეთ ევროპელ ჟურნალისტებთან საინტერესო შეხვედრა იყო. თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ფართო ჯგუფი ჩამოდის ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი მაღალია. კითხვები, რომელსაც ჟურნალისტები სვამდნენ, კიდევ უფრო გვიმყარებს იმედს, რომ საერთაშორისო მედია საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზეა ორიენტირებული და კონცენტრირებული. ასეთი ტიპის ინტერაქცია ყოველთვის სასარგებლოა ქვეყნის იმიჯის წარმოსაჩენად, იმ პრობლემებისა და თემების საერთაშორისო არენაზე გასატანად, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, საერთაშორისო დისკუსიის შესაქმნელად, შენს თემებზე, შენი ქვეყნის წუხილებზე, უსაფრთხოების საკითხებზე კონცენტრაციის გასაზრდელად“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. შეხვედრის დასასრულს საქართველოში ვიზიტისა და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ჟურნალისტებმაც. „საქართველოში ეს ჩემი მეორე ვიზიტია, რაც შესაძლებლობას მაძლევს, უკეთ გავეცნო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას, გავიგო, რა პოზიცია აქვს საქართველოს მეზობლებთან, როგორც ევროკავშირთან, ასევე, რუსეთთან მიმართებაში. ეს იყო ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრა, ბუნებრივია, ჩვენი საუბრის ძირითადი თემა ეს იყო“, - განაცხადა გაზეთ „ფიგაროს“ ჟურნალისტმა პიერ ავრილმა. ევროპელი ჟურნალისტები საქართველოში ორდღიანი პროგრამით იმყოფებიან. ვიზიტი მიზნად ისახავს ევროპული პრესისთვის სამეზობლოს ქვეყნების გაცნობას და ორგანიზებულია ევროკომისიის კონტრაქტორი ორგანიზაცია European Journalism Centre-ისა და „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მიერ. ჟურნალისტები შეხვედრებს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან გამართავენ. მოგვიანებით კი, საქართველოში მიღებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მასალებს მოამზადებენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში თავდაცვის მინისტრის მრჩეველი იმედა დარსალია და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მოლოდინი დაესწრნენ.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)