|
2015-02-19 12:09:52, 3118 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში 51-ე ბატალიონის ამერიკული მეთაურობა შეიცვალა
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი ტაქტიკური დაჯგუფება „სოლიდის“ დაქვემდებარებაში გადადის. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ცერემონიას ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და კოალიციური ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, 51-ე ბატალიონის მეთაურობაც დაესწრო. ღონისძიებაზე ტაქტიკური დაჯგუფებების ძველმა და ახალმა მეთაურობამ დანაყოფების საბრძოლო დროშები გაცვალეს. აშშ-ის არმიის მეორე დივიზიის, მესამე კავალერიული პოლკის ტაქტიკური დაჯგუფება „სეიბერის“ ნაცვლად ბაზა ბაგრამის მიმდებარე ოპერაციის ზონის მართვასა და კონტროლზე პასუხისმგებლობა 21-ე საინჟინრო ბატალიონის ტაქტიკურმა დაჯგუფება „სოლიდმა“ სრულად გადაიბარა. ტაქტიკური დაჯგუფება „სეიბერის“ მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მაიკლ ჯეიმსი ვიცე-პოლკოვნიკმა ზაქარი მილერმა ჩაანაცვლა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)