|
2016-04-04 16:42:45, 312 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ყარაბაღის მოვლენებზე: თუ საჭირო გახდა რაიმე ფორმით ჩვენი გააქტიურება, ამისთვის მზად ვიქნებით
"ჩვენი ინტერესია, რომ მოძმე ხალხებს შორის სისხლის ღვრა შეწყდეს და კონფლიქტის დეესკალაცია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, თუკი კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით, საქართველოს რაიმე ფორმით გააქტიურება საჭირო გახდა, ამისთვის მზად იქნებიან: „ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ კონფლიქტის დეესკალაცია, ნებისმიერი მსხვერპლი ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა. ორივე ქვეყანა, ჩვენი მოძმე, პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, ამიტომ, ეს მოვლენა ბუნებრივია არის განსაკუთრებული წუხილის და შეშფოთების საგანი ჩვენთვის. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება მინსკის ფორმატი იქნება ეს, თუ სხვა ფორმატი, შეეცდება და ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დარეგულირდეს კონფლიქტი და ნებისმიერი პრობლემა გადაიჭრას მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკების გზით, ჩვენ, რა თქმა უნდა, თუ საჭირო გახდა რაიმე ფორმით ჩვენი გააქტიურება, იქნება ეს მედიაციის როლი, ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით, თუმცა, ალბათ ეს ის პრობლემაა, რომელშიც სამწუხაროდ ჩვენი რესურსი ხელშესახები ვერ იქნება, ეს არის სწორედ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით მიღწევადი, გნებავთ ეს ეუთო-ს ფორმატი ვიგულისხმოთ ამაში, გაეროს უშიშროების საბჭო, თავისთავად მინსკის ჯგუფი და ის ქვეყნები, რომლებიც ამ მოლაპარაკებაში არიან ჩართული საფრანგეთი იქნება ეს, აშშ, თუ სხვა. მე ვფიქრობ, უფრო მეტად საერთაშორისო ძალისხმევით უნდა დარეგულირდეს ეს კონფლიქტი. ჩვენი ინტერესია, რომ მოძმე ხალხებს შორის სისხლის ღვრა შეწყდეს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)