04:32 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 16:13:59, 361 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: ჩვენ გვინდა მშვიდობა კავკასიაში და ყველა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარება გვსურს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების  გამო პარლამენტარების  სახელით,  შეშფოთებას გამოთქვამს.  როგორც უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საქართველო კავკასიაში  მშვიდობის მომხრეა.

"მინდა, თქვენი სახელით შეშფოთება გამოვთქვა იმ მოვლენების გამო, რაც ჩვენს სამეზობლოში ვითარდება, სამწუხაროდ, ვიცით, რომ არის მსხვერპლი, ჩვენ ვართ შეშფოთებული იმით, რომ მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტი ქართველებისთვის ორ მოძმე ხალხს შორის და ჩვენი პოზიცია იყო და რჩება ურყევი, ჩვენ გვინდა მშვიდობა კავკასიაში, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს უშუალო სამეზობლოში, და გვინდა ხელი შევუწყოთ ყველა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, ამიტომ მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობას ამ პროცესში, გვაქვს ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელი, სომეხი ხალხის ლიდერების კეთილგონიერების იმედი და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რაც შეაჩერებს ესკალაციას და არ გამოიყვანს ვითარებას კონტროლიდან", - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, ყოველდღიურ რეჟიმში   პროცესებში ჩართულია:

"არიან შესაბამის თანამდებობის პირებთან კონტაქტზე, ეს არის აუცილებელი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფათაც და ჩვენ სამეზობლოში მშვიდობის შესანარჩუნებლადაც",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics