04:31 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 16:04:27, 339 ნახვა

პოლიტიკა
გია გაჩეჩილაძე: არავითარი გაფიცვა არ არის, ყველაფერი დალაგდება

ტელეკომპანია "მაესტროში" შეხვედრა არხის თანამშრომლებსა და საკონტროლო პაკეტის მფლობელ გია გაჩეჩილაძის შორის დასრულდა.

შეხვედრიდან გამოსულების თქმით, პროტესტი არ ყოფილა. ეთერში 12 საათიანი გაშვება არ გავიდა იმის გამო, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო. 

ასევე დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არხის გენერალური დირექტორის საკითხს შეეხო. ხვალ პარტნიორთა კრება უნდა გაიმართოს, სადაც უნდა გადაწყდეს თუ ვინ უხელმძღვანელებს ტელეკომპანია "მაესტროს".

ერთ-ერთი კანდიდატურაა ზვიად ნაყეური, რომელიც წარსულში ფოთის პორტში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.   

"შევჯერდით ყველაფერზე და ხვალ გაიგებთ ყველაფერს ვინ და როგორ იქნება. არ არის არავითარი გაფიცვა, ყველაფერი დალაგდება. ამ ეტაპზე შევთანხმდით და ხვალ იქნება დამფუძნებელთა კრება და ყველაფერი გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში", - განაცხადა გია გაჩეჩლაძემ.

მაკა ასათიანის ადვოკატის გიორგი გვენეტაძის თქმით, არსებული პრობლემები ახალი დირექტორის დანიშვნით მოგვარდება.

"ძალიან სამწუხაროა მაგრამ ამ პრობლემის მოგვარების გზად გვესახება ახალი დირექტორის დანიშვნა რომელიც ამ პრობლემებს ოპერატიულად მოაგვარებს და უზრუნველყოფს, რომ მომავალში აღარ იყოს მსგავსი პრობლემა", - აღნიშნა გვენეტაძემ.    

შეგახსენებთ, რომ "მაესტროს" თანამშრომლები გაიფიცნენ. არხის 12-საათიანი საინფორმაციო გამოშვება ეთერში არ გავიდა. გაფიცულები არიან ჟურნალისტები და ასევე ტექნიკური პერსონალიც. გადაღებაზე არც ტელევიზიის ოპერატორები გავიდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics