11:43 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-09 10:33:40, 247 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშვილი: შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული

ივანიშვილის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 11 ივნისს დაგეგმილი შეხვედრა ევროკავშირის რეგულაციით არის გათვალისწინებული.

"ეს არის რეგულაციით გათვალისწინებული შეხვედრა, რასაც ითვალისწინებს თავად ევროკავშირის რეგულაცია. იმ შემთხვევაში, როდესაც ევროკავშირის გადაწყვეტილებით ამოქმედდება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი, ევროპული მხარე ვალდებულია ასეთი დიალოგი წამოიწყოს მესამე ქვეყანასთან, ამ შემთხვევაში საქართველოსთან, და იყოს მსჯელობა, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ურთიერთობები. ეს არის პირველი შეხვედრა, რომელიც გაიმართება 11 ივნისს," - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროპული მხრიდან ამ ინფორმაციის გაჟღერებას მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და საკითხის პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოყენების მცდელობები. 

"სამწუხაროდ, თავად ევროკავშირის მხრიდან, ევროპული მხრიდან ეს ინფორმაცია უცნაურად იქნა გაჟღერებული, რასაც მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და კომუნიკაციები. ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა პოლიტიკოსის, აქტივისტების განცხადებები, რომლებიც ცდილობენ, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ისევ და ისევ გამოიყენონ შანტაჟისთვის, ჩვენს მოქალაქეებში გააჩინონ შიში, თითქოს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის ემუქრება საფრთხე და ერთგვარად ასეც "მონათლეს" ეს შეხვედრა," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული. ამასთან მინისტრმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ თემაზე სპეკულაციები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.

"შეხვედრა არის ტექნიკური, გაიმართება სამუშაო დონეზე. ეს არის ის, რასაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია. ჩვენ მოველით, რომ შეხვედრა იქნება კონსტრუქციული, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ინტერესი. სწორედ ამიტომ იღებს ქართული მხარე შეხვედრაში მონაწილეობას, რომ კონსტრუქციულად განვიხილოთ ის გზები, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ის წინაპირობები, რაც იქნა გამოყენებული ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად. დაველოდოთ 11 ივნისს. ჩვენ გვექნება მეტის თქმის შესაძლებლობა თავად შეხვედრის შემდგომ. მანამდე უბრალოდ კარგი იქნებოდა, თუკი პოლიტიკოსები და სხვა აქტორებიც თავს შეიკავებდნენ ამ თემაზე სპეკულაციებისგან, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს," - განაცხადა "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში
კობახიძემ ბრიფინგი გამართა და 9 წუთი ბიძინა ივანიშვილის ქებას დაუთმო
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორი სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო დროზე ადრე გაათავისუფლეს
ივანიშვილის პრემიერი - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics