|
2016-04-04 13:19:20, 385 ნახვა
პოლიტიკა
ბარამიძე: მთავრობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა საქართველო ამ ცუდ ამბავში გარეული არ აღმოჩნდეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, საქართველოს არ აწყობს ომი და არეულობა, არც საკუთარ ტერიტორიაზე და არც რეგიონში. როგორც ბარამიძემ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოველენების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მოცემულ სიტუაციაში საქართველოს მთავრობამ ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ ამ არეულობაში გარეული არ აღმოჩნდეს. „უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ საქართველოს უნდა მშვიდობა, საქართველოს არ აწყობს ომი, შფოთი და არეულობა, არა მარტო თავის ტერიტორიაზე არამედ მთელ რეგიონში და ჩვენ არ ვართ დაინტერესებული რაიმე ესკალაციით. თუ ვინმეს აწყობს გლობალურად ომი და შფოთი ეს არის რუსეთი, რომელიც ცდილობს თავისი მნიშვნელობა აჩვენოს მთელ მსოფლიოს, რომ მეც რაღაცას წარმოვადგენ. თუ გინდათ, რომ მსოფლიოში რაღაც პრობლემები მოგვარდეს, იქნება სირია, უკარაინა და ახლა სამხრეთ კავკასია დამელეპარაკეთ მე, როგორც თანასწორუფლებიან პარტნიორს. ეს სჭირდება იმიტომ, რომ რუსეთი სულ უფრო და უფრო გამარგინალიზებულია, გაწეულია გვერდზე, სანქციები აქვს დაწესებული და ახლა რაღაცნაირად ცდილობს თავისი მნიშვნელობა აჩვენოს. ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, სტაბილურობა. ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საქართველოს მთავრობამ იმისათვის, რომ არანაირად არ აღმოჩნდეს ამ ძალიან ცუდ ამბავში გარეული, რომლიც რუსეთის ინტერესებშია“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)