04:17 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-02 09:38:26, 668 ნახვა

საზოგადოება
დმანისის მერიის წინ 26 მაისს გახსნილი თამარ მეფის ქანდაკება აიღეს

დმანისის მერიის წინ 26 მაისს გახსნილი თამარ მეფის ქანდაკება აიღეს. მიზეზად მერიაში ამბობენ, რომ ქანდაკება დაუსრულებელია

 “26 მაისის ფარგლებში გვქონდა გამოფენილი. [...] რადგან 26 მაისი დასრულდა, როგორც ყველა ბანერი მოვხსენით იმიტომ, რომ ღონისძიება დასრულდა, ასევე ავიღეთ ისიც. როგორც კი დასრულდება და მიიღებს იმ სახეს, რაც უნდა ჰქონდეს, შემდეგ გადავწყვეტთ სად დავდგათ. ვინც ეს ქანდაკება გააკეთა, ჩვენი მერიის თანამშრომელია [გიორგი გიორგაძე]. ამ მონუმენტს არ აქვს სახელი. არაა კონკრეტული დედოფალი, ან ვინმე ქალი ისეა შექმნილი. მისი შთაგონებითაა გაკეთებული 26 მაისთან დაკავშირებით. რადგან ამ დღეს ვერ მოასწრო დასრულება, მაინც გვინდოდა, რომ გამოეტანა და გვენახა რა ეტაპზე იყო" - თქვა რადიო მარნეულთან საუბრისას დმანისის მერის წარმომადგენელმა მარიამ მურადაშვილმა

თამარ მეფის ქანდაკების გახსნას დიდი ვნებათაღელვა და კრიტიკა მოჰყვა. ბევრმა ძეგლი აღმოსავლეთის ქვეყნების მუცლით მოცეკვავე ქალს შეადარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზოვის ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი აზერბაიჯანელი მეზღვაური დაიღუპა
კოლებში მობილურების გამოყენების წესი დამტკიცდა
ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის
„თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics