04:18 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-01 13:53:25, 1438 ნახვა

სამართალი
ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ლელა მარიდაშვილის გადაწყვეტილებით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურა რცხილაძის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას, დაცვა კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ამასთან, სასამართლოს ალტერნატივის სახით 30 000-ლარიანი გირაოც შესთავაზა.

რცხილაძე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, გულბაათ რცხილაძეს ჯაშუშობისთვის ბრალი 31 მაისს წარუდგინეს. მანამდე, 30 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.

გულბაათ რცხილაძე "ევრაზიული ინსტიტუტის" დამფუძნებელია, რომელიც საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამტარი ორგანიზაციაა. 25 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რცხილაძის ინიციატივით საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოც" შეიქმნა. უცნობია, მისი დაკავების შემდეგ, დაიწყებს თუ არა საბჭო მუშაობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზოვის ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი აზერბაიჯანელი მეზღვაური დაიღუპა
კოლებში მობილურების გამოყენების წესი დამტკიცდა
ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის
„თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics