04:32 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 12:14:39, 431 ნახვა

პოლიტიკა
ფრაქცია "ეროვნული ფორუმი" საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

საპარლამენტო ფრაქცია ”ეროვნულმა ფორუმმა” საპარლამენტო უმრავლესობას დატოვა.

ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა. 
შარტავას თქმით, "ეროვნულმა ფორუმმა" ყველა ვალდებულება შეასრულა.
”პარტიის პოლიტიკური საბჭო, ფრაქცია და წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებში შეუწყობენ ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობას მომავალ არჩევნებამდე”, - განაცხადა შარტავამ.

ამასთან როგორც კახა შარტავამ განაცხადა, საპარლამენტო არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ნომერი თავად იქნება. იმის მიუხედავად, რომ მას ამის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ პარტიამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის, გუშინ, პარტიის მიერ გამართულ ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ ”ეროვნული ფორუმი” კოალიციიდან გადის და არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics