04:33 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 12:01:23, 334 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტს მუდმივად ვაკვირდებით

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველო  სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტს ყურადღებით აკვირდება.

''გუშინ, საქართველოს პრემიერის დავალებით შევიკრიბეთ და ვიმსჯელეთ სავარაუდო სცენარებზე, გამოწვევებზე და რისკებზე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ამ კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით პროცესს და ანალიზს ვაკათებთ, რა სახით შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ასევე, მჭიდრო კავშირში ვართ პარტნიორ ქვეყნებთან და იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით მოხდება სიტუაციის დეესკალაცია'',- განაცხადა ირაკლი  სესიაშვილმა.

ცნობისთვის, კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაციის შესახებ ცნობები შაბათს დილით გავრცელდა. აზერბაიჯანი და სომხეთი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ბაქო სომხური ტექნიკის და ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგებზე საუბრობს, თავის მხრივ ერევანში აზერბაიჯანელი სამხედროების განადგურების შესახებ აცხადებენ.

მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებლი, საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ 1991 წელს გამოაცხადა, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სომხურმა შეიარღებულმა ძალებმა მისი ოკუპაცია მოახდინეს. ოკუპირებულია ასევე მთიანი ყარაბაღის მიმდებარედ აზერბაიჯანის 7 რაიონი. 1994 წელს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics