04:18 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-29 16:37:55, 1938 ნახვა

მსოფლიო
რუმინეთმა რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო ქალაქ კონსტანცაში რუსეთის კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ამასთან, მედია წერს, რომ მოსალოდნელია რუსეთის საკონსულოს დახურვაც.

ეს ზომა მიღებულ იქნა რუსული დრონის გალაცში შეჭრის საპასუხოდ. გადაწყვეტილება ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ გამოცხადდა.

***

რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალაცში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა.

ბუქარესტი ადასტურებს, რომ დრონი რუსეთს ეკუთვნოდა. 

მედია წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა დრონმა რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე დაზიანებები გამოიწვია.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საფრენი აპარატი მათ საჰაერო სივრცეში უკრაინის ოდესის ოლქზე მასირებული თავდასხმის დროს შეიჭრა. გალაცი სწორედ უკრაინის საზღვართან მდებარეობს. 

ბუქარესტმა მომხდარს რუსეთის მხრიდან სერიოზული და უპასუხისმგებლო ესკალაცია უწოდა. რუმინეთის საგარეო უწყებამ უკვე აცნობა ინციდენტის შესახებ NATO-ს გენერალურ მდივანს და მოკავშირეებისგან ანტიდრონული სისტემების გადაცემის დაჩქარება მოითხოვა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზოვის ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი აზერბაიჯანელი მეზღვაური დაიღუპა
კოლებში მობილურების გამოყენების წესი დამტკიცდა
ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის
„თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics