|
2026-05-28 21:15:00, 1677 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
თეა წულუკიანი პოლიციელების მიერ მოქალაქეზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა. განცხადება მან პლენარულ სხომაზე გააკეთა. "ყველა პოლიციელს, მათ შორის, გორის პოლიციაში მომუშავე ღირსეულ პოლიციელებს, შიდა ქართლის, უფრო ფართო გაგებით, მინდა დავუდასტურო პატივისცემა და ვუსურვო წარმატებები და ასევე ვუსურვო დიდი სიფრთხილე იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, მტერი კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. და გორის ამ მართლაც საზარელმა კადრებმა, რომელიც ვნახეთ, დაგვიდასტურა, რომ მტერი უფრო მეტი ჰყავს ჩვენს სახელმწიფო ინსტუტუტებს, ვიდრე შეიძლება ჩვენ მანამდე გვეგონა. […] მყისიერია რეაგირება ამ საქმეზე, წამზომი ჩაირთო სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის იმ კონკრეტულ მომენტში, როცა ეს მოხდა. […] მე მინდა ყველა პოლიციელს მივმართო, კიდევ ერთხელ ვუთხრა იმათ, ვინც კანონის დაცვით გვიცავს და გვაძლევს ამ ქვეყანაში დაცულობის განცდას, ასეთია 99% და მეტი, და მოვუწოდო სიფრთხილისკენ. თქვენ გყავთ მტრები ჩასაფრებულები და თქვენ უნდა დაზიანდეთ, მათი აზრით... გაუხარდათ, გუშინ რაც მოხდა, საზარელი სანახავი იყო ეს ყველაფერი და იმ 6 პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან ვუსაყვედურო. თქვენ აი, ამათ მიეცით სალაპარაკო და ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს", - ამბობს ის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)