|
2026-05-27 19:00:13, 1855 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ახალი პატარა ტალღა არის წამოსული ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხელისუფლებაზე თავდასხმის, - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, ამაში პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა, მათ შორის გიორგი კანდელაკი, რომელიც არის ღალატის ფორმულა. „ახალი პატარა ტალღა არის წამოსული ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხელისუფლებაზე თავდასხმის. ამაში პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა, მათ შორის ეს კონკრეტული ადამიანი, რომელიც არის ღალატის ფორმულა, ბატონი კანდელაკი. ჩვენი ვიცით მისი წარსული საქმიანობა, ვიცით დღეს რას აკეთებს. არ ვიცი, შეიძლება სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს ურიგო ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ არის ჩემი საქმე, ეს არის შესაბამისი სახელმწიფო უწყების საქმე", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)