|
2026-05-26 18:48:45, 1357 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
“ოცნებას“ დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს. კანონპროექტის მიხედვით, საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება და მიიღებს რანგის შესაბამის ყოველთვიურ დანამატს 1 360 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის თანახმად, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი შეიძლება ცვლილებები ივანიშვილის მთავრობის ინიციატივის ნაწილია, რომელიც დიპლომატიის აკადემიის შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შედის, დიპლომატიური სამასხურის შესახებ და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონებში. კანონპროექტის თანახმად, დიპლომატიის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება, რომელიც განახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერებებისა და დიპლომატია-საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამებს.
კანონპროექტის თანახმად, "პირები, რომლებიც ფლობენ აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს, დიპლომატიურ თანამდებობაზე ინიშნებიან დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის შესაბამისად". კანონპროექტის თანახმად, აკადემია წარმოადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. მის საქმიანობის წესს ამტკიცებს მინისტრი.
განმარტებითი ბარათის თანახმად, აკადემიაში სტუდენტების მიღება 2027 წლის სასწავლო წლიდან იგეგმება და ის საბაკალავრო პროგრამაზე 70 სტუდენტს, ხოლო სამაგისტრო პროგრამაზე 50 სტუდენტზე იქნება გათვლილი. დიპლომატიის აკადემიაში დასაქმებული 46 პირი მიიღებს შრომის ანაზღაურებას, რომელიც წინასწარი გათვლებით შეადგენს წლის განმავლობაში დარიცხულ 1 093 350 ლარს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)