|
2016-04-03 18:00:58, 417 ნახვა
პოლიტიკა
კახა შარტავა: კოალიციამ იმუშავა ისე, როგორც შეეძლო ემუშავა
„ვფიქრობ, კოალიციამ იმუშავა ისე, როგორც შეეძლო ემუშავა, სასურველია თუ არა უკეთესი, რა თქმა უნდა, კი“,-ამის შესახებ „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამ „ექსპო ჯორჯიაში“ ჟურნალისტებს განუცხადა. „ვეცადეთ, რაც შეიძლება გვიან მიგვეღო ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომ რაიმე რყევები არ გამოგვეწვია და ჩვენც კარგად გვეფიქრა. დამოუკიდებლად წასვლა, თუ არ წასვლა, ორივე რთულია და ორივეს თავისი პლუს-მინუსები აქვს.როცა დამოუკიდებლად წასვლის გადაწყვეტილებას ღებულობ, ამის რეალიზებას დრო სჭირდება. ეს არის ის მინიმალური დრო, რომელიც შეიძლება ეყოს პარტიას, რომ არჩევნებისთვის მოემზადოს. ვფიქრობ, კოალიციამ იმუშავა ისე, როგორც შეეძლო, რომ ემუშავა. პოლიტიკაში და ისტორიაში ძნელია დააყენო საკითხი- შეიძლება თუ არა უკეთესი და უარესი. კეთდება ისე, როგორც კეთდება, სასურველია თუ არა უკეთესი, რა თქმა უნდა, კი. შეფასების უფლებას თავს ვერ მივცემ“,-განაცხადა კახა შარტავამ. შეგახსენებთ, " ეროვნულმა ფორუმმა" კოალიცია " ქართული ოცნება" დატოვა.პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ასევე, არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)