|
2026-05-23 12:56:44, 1401 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს. ინფორმაცია "ტაბულას" ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაუდასტურა. გადაწყვეტილება არ არის ახალი მიღებული.ვადა, სავარაუდოდ, 1 წლით გახანგრძლივდება. შეგახსენებთ, რომ პაველ ჰერჩინსკი საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობას 2022 წლიდან ასრულებს. პაველ ჰერჩინსკი (Paweł Herczyński) არის პოლონელი დიპლომატი, რომელიც 2022 წლის სექტემბრიდან იკავებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის (ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის) თანამდებობას. მან ამ პოსტზე კარლ ჰარცელი ჩაანაცვლა. საქართველოში დანიშვნამდე ბრიუსელში იკავებდა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორის პოსტს.დიპლომატიური გამოცდილება: სხვადასხვა დროს იყო პოლონეთის ელჩი ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტში (PSC), ასევე პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გაერო-ში (ნიუ-იორკში) და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)