02:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-03 15:30:25, 425 ნახვა

პოლიტიკა
წინასწარი მონაცემებით, დელეგატთა უმრავლესობა „ეროვნული ფორუმის“ კოალიციიდან გასვლას უჭერს მხარს

 „ეროვნული ფორუმის“ ყრილობის  დაწყების წინ ჩატარებული ფარული სარეიტინგო გამოკითხვის მონაცემების მიხედვით, „ეროვნული ფორუმის“ დელეგატთა უმრავლესობა კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვებას უჭერს მხარს.

გამოკითხვის შედეგები მედიას პარტიის წევრმა რევაზ შავიაშვილმა გააცნო.

შეკითხვაზე- „ეროვნული ფორუმი“ არჩევნებზე გადის საარჩევნო ბლოკით, თუ დამოუკიდებლად,461 მონაწილე დელეგატიდან, 360-მა მხარი  დამოუკიდებლად გასვლას დაუჭირა, 97-მა საარჩევნო ბლოკით, 4 -მა კი თავი შეიკავა.

მეორე შეკითხვაზე, ტოვებს თუ არა  „ეროვნული ფორუმი“ „ქართულ ოცნებას“, 461 დელეგატიდან 342 -მა უპასუხა-" გავდივართ კოალიციიდან", 117-"ვრჩებით კოალიციაში", 2-მა თავი  შეიკავა.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, დელეგატთა 74% „ეროვნული ფორუმის“ კოალიციიდან გასვლას უჭერს მხარს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ წუთებში დახურულ ფორმატში ყრილობაზე მსჯელობენ, არიან მომხსენებლებიც, რომელთა გამოსვლების დასრულების შემდეგაც საბოლოო, ოფიციალური კენჭისყრა გაიმართება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics