|
2026-05-21 20:34:50, 4015 ნახვა
საზოგადოება
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლი 25 მაისიდან მწერალთა მუზეუმების კავშირად გარდაიქმნება და მას სხვა სახელმწიფო მუზეუმებიც შეუერთდებიან. შესაბამის ბრძანებულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა. მწერალთა სახლს შემდეგი მუზეუმები შეუერთდება: ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი საგურამოში; მწერალთა სახლის ამჟამინდელმა დირექტორმა, ქეთი დუმბაძემ (თანამდებობა 2023 წლის აგვისტოდან არის) უახლოეს დღეებში უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა ახალ თანამდებობაზე მუშაობას, თუ თანამდებობას დატოვებს. ის ამ თანამდებობაზე მაშინდელმა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დანიშნა. იმ დროს, ზოგიერთმა ქართველმა მწერალმა, მთარგმნელმა, გამომცემელმა და ლიტერატურულმა მოღვაწემ დუმბაძის ახალ დირექტორად დანიშვნაზე უარი განაცხადა: „ჩვენ არ ვეთანხმებით ლიტერატურულ ცხოვრებაში და პროცესებში საბჭოთა მეთოდებით ჩარევას. ჩვენ მოვითხოვთ კომისიის შექმნას, მწერლების მიერ დანიშნულ სამუშაო ჯგუფთან ერთად, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მენეჯმენტისა და ადმინისტრაციულ დოკუმენტს, რათა თავიდან იქნას აცილებული მწერალთა სახლის საქმიანობაში ინდივიდუალური და პარტიული გადაწყვეტილებებით ჩარევა მომავალში“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)