05:22 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-19 16:57:45, 1224 ნახვა

საზოგადოება
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა

კახეთში, „ბოლო ზარის“ აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. - ინფორმაციასა და შემთხვევის ამსახველ ფოტოებს "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

დაშავებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები არიან.

შემთხვევა სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „გოლფის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, თავდაპირველად გარე განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ავტომობილში სკოლის მოსწავლეები და ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზოვის ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი აზერბაიჯანელი მეზღვაური დაიღუპა
კოლებში მობილურების გამოყენების წესი დამტკიცდა
ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის
„თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics