|
2026-05-17 17:29:03, 5314 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
ვერცერთი იერარქი, ვერც ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად გამოსული ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას. - წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში "ვერცერთი ხმამაღალი სიტყვა, ვერცერთი იერარქი, ვერც ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად გამოსული ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას. ვერ შევდგებით ღირსეულ საზოგადოებად მსგავსი ცალსახა ძალადობის მიჩქმალვით. პირველ რიგში, ეკლესიამ უნდა ისაუბროს გულწრფელად ამ მძიმე დღეზე და ახსნას თუ როგორ შეიძლება, ქრისტიანობით გაამართლო განსხვავებულობის გამო ადამიანების ცემა და რატომ აღმოჩნდნენ ამ ძალადობის ორგანიზატორები სასულიერო პირები?! სწორედ მსგავს თემებზე გულწრფელი საუბარი იქნება ჯანსაღი და მყარი საფუძველი საზოგადოების გამთლიანების და ამ პროცესში ეკლესიის როლის გამოკვეთისა. ვერავის დავუთმობ ქრისტიანობას, როგორც რწმენას და როგორც მსოფლმხედველობას, რომლის საფუძველსაც სიყვარული, საკუთარ თავზე ამაღლება, სიკეთის თესვა და მომავლის რწმენა წარმოადგენს. უმძიმესი იყო დღეს იმის ყურება, თუ როგორ უწევდათ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს ამდენი სასულიერო პირისა და ადამიანის ყურადღებისთვის ბრძოლა." - წერს ელენე ხოშტარია
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)