|
2026-05-13 12:54:41, 5340 ნახვა
საზოგადოება
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
კახა კალაძის თქმით, 16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ. "სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, მოქალაქეთა თხოვნის გათვალისწინებით, განაგრძობს მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტების ცვლილებას. ამჯერად, ცვლილება შეგვაქვს ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ქავთარაძის ქუჩის გავლით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის - N304 მარშრუტში. აღნიშნულ მარშრუტზე 16 მაისიდან 12-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება 18-მეტრიანი ავტობუსებით. შედეგად, მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს. გამოთავისუფლებულ ავტობუსებს, ინტერვალის შემცირების მიზნით, სხვა მარშრუტებზე გამოვიყენებთ". - თქვა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)