|
2016-04-02 17:21:01, 1387 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „მოწინააღმდეგე ჯარებისგან მთლიანად გათავისუფლდა სტრატეგიული სიმაღლეები სოფელ თალიშთან. ასევე, დასახლებული პუნქტი სეისუანი, საიდანაც მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალები გერანგოვის რაიონს და ქალაქ ნაფტალანს საფრთხეს უქმნიდნენ. ქალაქ გორადიზის დასაცავად, აზერბაიჯანის არმიამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლე - ლელე-თეფე დაიკავა, რაც საშუალებას გვაძლევს ფიზულის რაიონის დიდი ტერიტორია ვაკონტროლოთ. ამ მომენტში, ამ სიმაღლეებზე და თავდაცვის ახალ ხაზზე გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, ითხრება სანგრები. ადგილზე მობილიზებულია საინჟინრო ბრიგადები. „ბრძოლისას 6 სომხური ტანკი, 15 საარტილერიო დანადგარი და ასი სამხედრო მოსამსახურე განადგურდა. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 12 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. სომხურ პოზიციებზე ავიაიერიშისას მტერმა აზერბაიჯანის სამხედრო საჰაერო ძალების 1 მი-24 ტიპის შვეულმფრენი ჩამოაგდო. გარდა ამისა, ერთი აზერბაიჯანული ტანკი ნაღმზე აფეთქდა და მწყობრიდან გამოვიდა“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)