|
2016-04-02 16:44:22, 370 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა საქართველოში მოიწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ანდჟეი დუდას აშშ-ი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისათვის. შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს, საუბარი შეეხო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებს. შეხვედრისას ასევე საუბარი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობისა და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხების შესახებ. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება ვარშავის სამიტისათვის მზადებას დაეთმო. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო მიესალმება ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის საკითხი ვარშავის სამიტის დღის წესრიგშია შეტანილი და იმედოვნებს, რომ სამიტი შეიტანს გარკვეულ პროგრესს საქართველო -ნატოს ურთიერთობებში. შეხვედრისას საუბარი შეეხო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს და მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში რეფორმების მიმდინარეობისას მიღწეული პროგრესის ფონზე საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს მომავალში შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის საშუალება მიეცემათ. "საქართველოს პრეზიდენტის მოპატიჟებაზე პოლონეთის პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, ის ჩამოვა საქართველოში, თუმცა იმედოვნებს, რომ თბლისში ჩამოსვლამდე იგი საქართველოს პრეზიდენტს ვარშავაში, ნატო-ს სამიტზე იხილავს", -აღნიშნა საქართველოს პრეზიდეტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)