|
2026-04-26 09:38:51, 5273 ნახვა
ევროპის ამბები
ორბანი პარლამენტში იმიტომ არ მიდის, რომ აშშ-ში გაქცევის გეგმას ამზადებს - გამომძიებელი ჟურნალისტი
უნგრელი გამომძიებელი ჟურნალისტი საბოლჩ პანი ირწმუნება, რომ უნგრეთის ამჟამინდელი პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი ამზადებს თავშესაფარს შეერთებულ შტატებში იმ შემთხვევაში, თუ მას უნგრეთში მართლმსაჯულება დაემუქრება. ამის შესახებ ჟურნალისტმა შაბათს სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა. საბოლჩ პანიმ ორბანის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ის ახალ მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო მანდატს უარს ამბობს. ვიქტორ ორბანმა დღეს განაცხადა, რომ არ დაიკავებს ადგილს პარლამენტში, არ მიიღებს მანდატს, ანუ არ ექნება იმუნიტეტი. მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიის Fidesz ხელმძღვანელობის არჩევნები ივნისისთვის გადაიდება. ვიქტორ ორბანს განსაკუთრებით მეგობრული ურთიერთობა აქვს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც მას საჯაროდ დაუჭირა მხარი აპრილში საპარლამენტო არჩევნების წინ. ორბანმა ასევე დიდი რესურსი ჩადო ამერიკულ უკიდურეს მემარჯვენეებთან კონტაქტების დასამყარებლად. მოგეხსენებათ, კვირას უნგრეთში საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ხელისუფლებაში 16 წლის შემდეგ, აღიარა დამარცხება და კონკურენტებს გამარჯვება მიულოცა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)