|
2016-04-01 17:24:37, 490 ნახვა
საზოგადოება
აბაშიძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთი დროებით დაიკეტება
აღმაშენებლის გამზირზე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აბაშიძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთი დროებით დაიკეტება. როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, პროექტ "ახალი ტფილისის" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მიწისქვეშა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება. "აღმაშენებლის გამზირზე - აბაშიძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე - მთლიანად განახლდება სასმელი წყლის მიწოდების ცენტრალური სისტემა, სადრენაჟე, სანიაღვრე და წყალარინების (კანალიზაციის) ქსელები, ელექტრობის და გაზმომარაგების სისტემები, ასევე განახლდება სუსტი დენების ცენტრალური გაყვანილობაც. გამომდინარე იქიდან, რომ საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლება საჭიროებს გამზირზე დიდი მოცულობის მიწის სამუშაოების წარმოებას (კერძოდ 4-5 მეტრი სიღრმის და დიდი სიგანის მქონე თხრილის ამოღება-შევსებას), 2 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება დავით აღმაშენებლის გამზირზე - N72-დან (დ.აბაშიძის ქუჩის კუთხიდან) ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე. ამ ეტაპამდე საავტომობილო მოძრაობა, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით შეზღუდული იყო მხოლოდ ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთზე. დავით აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, ალტერნატიული სატრანსპორტო სქემა იქნება შემდეგი: აღმაშენებლის გამზირზე მარჯანიშვილის მოედნიდან - ჭოროხის ქუჩის გავლით სანაპიროსკენ მიმავალი ნაკადების ალტერნატიული მარშრუტით მოძრაობა სანაპიროსკენ შესაძლებელი იქნება აბაშიძის ქუჩაზე უზნაძის ქუჩისკენ და მარცხენა სანაპიროსკენ, ჭოროხის ქუჩის და სანაპიროს კვეთის გავლით. დავით აღმაშენებლის გამზირზე კ. მარჯანიშვილის მოედნიდან - ჭოროხის ქუჩის გავლით მშრალი ხიდისკენ და ზაარბრიუკენის მოედნისკენ მოძრავი ნაკადების მოძრაობა შესაძლებელი იქნება აბაშიძის ქუჩაზე უზნაძის ქუჩის გავლით რომის ქუჩის კუთხემდე და მშრალი ხიდის პანდუსის გავლით. საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლების სამუშაოების წარმოების დროს, დროებით შეიზღუდება მოძრაობა დავით აღმაშენებლის გამზირის გადამკვეთ - კიევის და რომის ქუჩებზეც (გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ქუჩა უერთდება სრულად გადაკეტილ აღმაშენებლის გამზირს და გარდა ამისა, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლების სამუშაოები მოიცავს ასევე რომის ქუჩასაც", - ნათქვამია მერიის განცხადებაში. თბილისის მერია მოძრაობის შეფერხებისთვის ბოდიშს იხდის.
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)