18:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 09:43:49, 1302 ნახვა

კომენტარი
აბაშიძე: ბრიუსელში, მოსკოვში, თბილისში კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას

"ბრიუსელში, მოსკოვში, თბილისში კარგად იციან, რომ  დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება  დღის წესრიგში არ დგას",-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

აბაშიძე ამ კომენტარით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას  გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანება ეხებოდა.

"საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა.ამიტომ, მას აქვს სრული უფლება ითანამშრომლოს ნებისმეირ საერთაშორისო ორგანიზაციასთან.მათ შორის ნატოსთან. ეს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა. ასე რომ, ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს. საქართველო საერთოდ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას.ბრიუსელშიც, მოსკოვშიც,  თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღის წესრიში არ დგას",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და აქვე დასძინა, რომ კარასინთან შეხვედრაზე ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადება არ განიხილება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics