14:48 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-23 11:22:41, 293 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციის ალიანსის უთანხმოებაზე - დღეს სადაც არიან აღნიშნული ელემენეტები, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა

„დღეს სადაც არიან ეს ელემენტები, ყველა კარგად ხედავს, ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის ალიანსსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით,  ამ პლატფორმის ყველა წარმომადგენელი „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენდა, გარედან იმართება და საქართველოს ინტერესებთან არანაირი თანხვედრა არ აქვს.

„დეტალებში ვერ შევალ და არც ინტერესი მაქვს. რასაც ყველა ვხედავთ და ვისმენთ, იქიდან გამომდინარე ვაკეთებ შეფასებას. პოლიტიკურადაც რომ შევხედოთ, ვინ არის ამ გაერთიანებაში – ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული ელემენტია, ვიცით, რომ ყველა იმართება გარედან, არიან ქვეყნის მოღალატეები და მტრები. ქვეყნის ინტერესებთან და მოსახლეობის დიდ ნაწილთან ამ ადამიანებს არაფერი საერთო არ გააჩნიათ.  საქართველოს ინტერესებთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მათი ქმედებები.

როდესაც ხარ მოღალატე და აგენტურის ქსელის წარმომადგენელი, მაგრამ იფუთები, როგორც ვითომ პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს ვერანაირი წარმატება ვერ ექნებათ.

ხალხმა ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ქართველი ადამიანი საკუთარ თავზე გრძნობს მთელ პოლიტიკურ პროცესებს – ვინ რას აკეთებს, ვის რა მოტივაცია აქვს, ვინ საიდან იმართება და ვინ მართავს. შესაბამისად, არჩევნებშიც იღებს სწორ გადაწყვეტილებას. დღეს სადაც არიან ეს ელემენტები, ყველა კარგად ხედავს, ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ამ ალიანსის შექმნაც გარედან ნაკარნახევი ქმედება იყო.

„რამდენიმე კვირის წინ ზარ-ზეიმით გვაცნობეს ამ ერთობასთან დაკავშირებით, თუმცა ბევრი გვინახავს ამ ტიპის  პლატფორმა, მათ საერთო ღირებულებები არ გააჩნიათ, არც ქვეყნის სიყვარული აქვთ, არც ქვეყნის  ინტერესებს ემსახურებიან. უბრალოდ, გარედან უთხრეს, რომ უნდა გაერთიანდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება. საკუთარ ერთობას ვერ მართავენ და ქვეყნის მართვაზე, ზოგადად, ხომ საუბარიც ზედმეტია“, - აღნიშნა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics