12:43 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-21 10:58:46, 279 ნახვა

პოლიტიკა
სუს-ი ირწმუნება, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი გეგმავდა სამოქალაქო არეულობის პროვოცირებას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშში გასული წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი საქართველოში გეგმავდა სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო.

უწყების ცნობით, 4 ოქტომბერს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების განხორციელება იგეგმებოდა.

„ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილი იყო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით. საქმის მასალების თანახმად, უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი მეთაურის მითითებებით, რაც დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, საქართველოს მოქალაქის მიერ შეძენილი იყო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები, რომლებიც გადამალული იყო სპეციალურ სამალავში თბილისის მახლობლად, ტყის მასივში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად იმ პირთა განეიტრალება მოხერხდა, რომელთაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ. ასევე, იდენტიფიცირებული იყო პირი, რომელმაც შეკვეთით დაამზადა დეტონატორის პულტი, რომლითაც შესაძლებელი იყო ასაფეთქებელი მასალის მოქმედებაში მოყვანა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად თავიდან იყო აცილებული 2025 წლის 4 ოქტომბერს ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების განვითარება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებების მცდელობა. დაკავებული იქნენ და ბრალი წარედგინათ ძალადობრივ აქციებში ჩართულ პირებსა და ორგანიზატორებს“, – ნათქვამია ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics