09:10 - 06 Jun, 2026
|
2026-04-15 11:05:05, 3140 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი - 1977 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღში, ბასრი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიუსაფარი ცხოველი თავშესაფარში გადაიყვანეს სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ჩ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)