12:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 11:54:52, 540 ნახვა

საზოგადოება
ვერეს ხეობაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მდინარე ვერეს ხეობის შემდგომი განვითარების კონცეფცია მზად არის.

მისივე თქმით, ეს ითვალისწინებს იმას, რომ ამ ტერიტორიაზე არ იქნება საცხოვრებელი სახლები და ბიზნესცენტრები.

მერის თქმით, აქ შესაძლებელია განვითარდეს სპორტული, საველოსიპედო და სხვა სახის ინფრასტრუქტურა.

„მზად არის მდინარე ვერეს განვითარების შემდგომი კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ამ ტერიტორიაზე არ იქნება საცხოვრებელი სახლები და ბიზნესცენტრები, მაგრამ შესაძლებელია განვითარდეს, სპორტული საველოსიპედო და სხვა სახის ინფრასტრუქტურა. მთავარი აქცენტი კეთდება გამწვანებაზე.

მიმდინარეობს კონკრეტულად მზიურისთვის პროექტის მომზადება, იქამდე ამ გაზაფხულზე ვასრულებთ მოსუფთავება-მოწესრიგების სამუშაოებს და კონკრეტულად მზიურის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება, რის შემდეგაც უკვე  მზიურის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics