|
2026-04-10 12:06:31, 6060 ნახვა
პოლიტიკა
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ როგორ მოექცა საქართველო აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს. Human Rights Watch აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში ჟურნალისტებისა და კრიტიკოსების დევნის ხანგრძლივი პრაქტიკის ფონზე, ეს საქმე განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ორგანიზაციის შეფასებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იმოქმედა ცუდი განზრახვით და აზერბაიჯანთან თანამშრომლობით თავიდან აიცილა საერთაშორისო ვალდებულებები. საქართველომ უნდა გამოიძიოს ეს საქმე და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების სრული დაცვა. "აუცილებელია დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აზერბაიჯანთან იმ აშკარა თანამშრომლობის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა სადიგოვის გაძევებას. ეს მოხდა მისი უსაფრთხოებისთვის არსებული მკაფიო რისკებისა და საერთაშორისო უფლებადაცვითი ვალდებულებების უგულებელყოფის ფონზე", - განაცხადა გიორგი გოგიამ, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილემ. 5 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის, ქვეყნიდან გააძევეს. აფგან სადიგოვს შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. მანამდე, სოციალურ ქსელში მისმა ცოლმა დაწერა, რომ აფგან სადიგოვს დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)