|
2026-04-03 16:01:59, 6179 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოლდოვის საპარლამენტო დელეგაციას - ყოფილ პრეზიდენტ იგორ დოდონსა და პრორუს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. პრესსამსახურის ცნობით, "შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპლექსურ გეოპოლიტიკურ რეალობაში მნიშვნელოვანია საქართველოსა და მოლდოვას შორის დიალოგი და ურთიერთმხარდაჭერა". "მოლდოვურმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ტურბულენტურ და დაძაბულ საერთაშორისო ვითარებაში, წლების განმავლობაში, ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ღირებულებების დაცვისკენაა მიმართული. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის, ტურიზმის სექტორში, რასაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენებიც უწყობს ხელს. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობასა და მიღწეულ შედეგებზე. მან მოლდოვურ მხარესთან დიალოგის გაგრძელების მზაობა დაადასტურა", - ვკითხულობთ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გუშინ, 2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი, ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად თბილისში იმყოფება. იგორ დოდონი მოლდოვის პრეზიდენტის პოსტს 2016–2020 წლებში იკავებდა და ხშირად გამოირჩევა პრორუსული პოზიციებით. თბილისში ჩამოსვლამდე იგი მოსკოვში იმყოფებოდა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)