|
2016-03-31 19:06:56, 399 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ეთნიკური უმცირესობების საკითხები და მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის მნიშვნელობა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ ქვეყნის განვითარების პროცესში. „ეთნიკურად აზერბაჯანელი ჩვენი მოქალაქეების ერთიანობა და ჩართულობა ქვეყნის მშენებლობაში არის აუცილებელი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რომელიც ახლა ხდება,"–აღნიშნა პრემიერმა შეხვედრაზე. მისივე თქმით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის მიზანი არსებულ პრობლემებზე საუბარი და მათი გადაჭრის გზების ძიებაა. აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს წევრებმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს საჩუქრად წმინდა ყურანი გადასცეს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ–მინისტრის თანაშემწე ეთნიკური უმცირესობების საკითხებში, სავალან მირზოევი დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)