12:33 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-01 16:11:57, 5141 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ზენონი: კანონიკური სამართალი ასაკით კი არ ზღუდავს, ზღუდავს უნარით

კანონიკური სამართალი ასაკით კი არ ზღუდავს, ზღუდავს უნარით - ამბობს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული TV პირველთან სატელეფონო საუბარში.

ასაკი -  სრულიადაც არ შეესაბამება ეს მუხლი კანონიკურ სამართალს. კანონიკური სამართალი ასაკით კი არ ზღუდავს, ზღუდავს უნარით. განათლებას რაც შეეხება, როდესაც მსოფლიო კრებები იმართებოდა, ღვთისმეტყველები, დოქტორები და პროფესორები მაშინ არ არსებობდა. ვიცით იოანე ღვთისმეტყველი, ვიცით გრიგოლი ღვთისმეტყველი და ა.შ. ანუ ესეც პირობითია. ეს არ წარმოადგენს იმპერატიულ კატეგორიას, რადგან იმ კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს სულიერი ცხოვრების გამოცდილება.

აქედან გამომდინარე, ეს არ წარმოადგენს რაიმე ისეთ აბსოლუტურ საზომ ერთეულს, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს არის კატეგორიული და იმპერატიული..- ამბობს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული

შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტი დანიელი 70 წლისა და თვეებისაა. ხოლო მიტროპოლიტ ისაიას ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით ფორმალური საღვთისმეტყველო განათლება არ აქვს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
შსს: მესტიაში დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ - 3 დღეში ჯამში ამოღებულია 212
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics