01:27 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 17:11:09, 345 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და  ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პაველ სვობოდას შეხვედრის მთავარი თემები, სასამართლო რეფორმის დღის წესრიგი და ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა იყო.

როგორც "ექსპრესნიუსს" საქარტველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბარი საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას შეეხო. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა.

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის მიმართ იჩენთ. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი დახმარება და მხარდაჭერა იმ ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის ნაწილია,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე საარჩევნო სისტემის რეფორმასა და მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე და მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე დაესწრნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics