|
2026-03-27 15:19:13, 1197 ნახვა
პოლიტიკა
ალიევმა ილია II-ს გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოხატა. მან საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ილია II-მ თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილშობილურ საქმეებსა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობას მიუძღვნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ხსოვნას აზერბაიჯანში ყოველთვის დიდ პატივს მიაგებენ. გარდა ამისა, ალიევმა ისაუბრა ილია II-ს როლზე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის განვითარებაში. ალიევი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს, ზურაბ პატარაძესაც შეხვდა. პატარაძემ ალიევს საელჩოში მისვლისა და სამძიმრის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა. ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს, 22:10 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. 17 მარტს დილით საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქი კლინიკაში შინაგანი სისხლდენით გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)